|
2019-11-02 18:58:50, 3012 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
უხვი ნალექის შედეგად აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომესაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანა. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს. თორნიკე რიჟვაძე ე.წ ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)