17:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 15:36:25, 616 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ სიტუაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ განსაკუთრებით დაძაბონ.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ასეთი პროვოკაციებით, ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას.  ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ძაბავენ სიტუაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით,  ეს არის აშკარა, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის დასჯადი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics