|
2015-07-17 18:03:07, 479 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ტუღუში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. როგორც ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ. "ჩვენ, არ გვაქვს განსაზღვრული, თუ რას ვუშვებით იმ რუსულ არხებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას წამლავენ. ამაში, სამწუხაროდ, საკაბელო არხები ფულს აკეთებენ. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან მარტივად, იოლად და ვხედავთ, როგორ იზრდება ამ საწამლავის შედეგად პრორუსული განწყობები საქართველოში. მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, ახდენს ზეგავლენას ადამიანების განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, მათ შორის, კონფლიქტთან მიმართებაში. ასეთ დაწოლას ხშირად პრობლემურად აღიქვამენ ძალიან განვითარებული ქვეყნები, ისინი საპირისპირო მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავენ", - აღნიშნა ტუღუშმა. მისივე თქმით, რუსული არხები სამართლებრივი გზით უნდა შეიზღუდოს, ან მათზე პირდაპირ უარი უნდა ვთქვათ. "სამართლებრივი გზით უნდა შევზღუდოთ ეს არხები იმიტომ, რომ ისინი ეწევიან ომის პროპაგანდას, სიძულვილს თესავენ. მაშინ, როცა ჩვენი არხები ჩვენი კანონმდებლობით მოწყვლადები არიან, რუსული არხების მიმართ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს სამართლებრივი გზა, რომ შემოიყვანო ისინი შენს სივრცეში, შესაბამისი საქნციები გამოიყენო მათ მიმართ და ასეთი ბერკეტი საქართველოს დღეს არ გააჩნია. მეორე გზა არის ის, რომ პირდაპირ უარი ვთქვათ ამ არხებზე, სულ ცოტა საკაბელო არხებმა. არ ვიცი, ეს რაინაირად შეიძლება გაკეთდეს. ყოველშემთხვევაში, თუ იცი, რომ საწამლავს ყიდი, ის არ უნდა გაყიდო. ეს არის მორალური თემა. მე პირადად ერთი მოქალაქე მოვუწოდებდი, რომ ეს დამოკიდებულებები გადაისინჯოს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს დემოკრატია არ არის და დემოკრატია არის პლურალიზმი, მაგრამ რა პლურალიზმზე ვსაუბრობთ, როცა საქმე არ გაქვს მედიასთან. რუსეთის სახელმწიფო არხები მედია არ არის, არამედ ეს არის არხი, საიდანაც შემოდის საწამლავი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე არ მგონია, რომ აქ სტანდატრული დემოკრატიული რიტორიკით უნდა ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)