00:56 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 15:46:40, 3512 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "სპუნიკტ ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მიიღო. 

„საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის მიზანი სხვადასხვა პირობებში საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის სამხედრო მართვის ორგანოების მზადყოფნისა და სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის შემოწმებაა. მათი შემოწმება ოპერატიულ და ტაქტიკურ პირობებში მოხდება. დისლოკაციის ადგილას იქნება შექმნილი საომარ მდგომარეობასთან მიახლოებული ვითარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დასრულდება სასწავლო წვრთნები. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics