|
2019-10-24 14:28:49, 1481 ნახვა
რეგიონი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ასქო“, „სსკ“ და „შირ-ანთ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ჯიგრაშენში 2018 წლიდან საქმიანობენ. კოოპერატივებში გაერთანებულია 100-ზე მეტ მეპაიე, მობილიზებულია 700-ზე მეტი ფური. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაეცათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით კოოპერატივებმა მიიღეს ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)