|
2015-07-17 15:56:15, 753 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც მცირდება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მცირდება. ამის შესახებ კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კონკრეტულად რა ტიპის ხარჯები მცირდება გარდა ადმინისტრაციულისა. „სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი ნამდვილად შედგა 2013 წელს. ეს იყო საერთაშორისო ტენდერი და კომპანია დონორთან ერთად შეირჩა. ეს არის უკრაინული კომპანია და იქ განვითარებული მოვლენების გამო მას პრობლემები შეექმნა. ის ვერ ასრულებს გრაფიკის მიხედვით სამუშაოებს და ეს არის ნამდვილად ერთ–ერთი მსხვილი პროექტი, რომლის დაფინანსებაც მცირდება. უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, თანხების დაზოგვა ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცით ხდება. კაკაურიძის განცხადებით, შრომის ანაზღაურება მთლიანობაში დაახლოებით 27 მილიონი ლარით მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)