17:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 13:08:57, 388 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო–იტალიის  ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა ფავის მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

ფედერიკა ფავი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2011 წლის 5 სექტემბრიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics