01:08 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 11:18:54, 2618 ნახვა

რეგიონი
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. 

სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ   სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი;   რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი   ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს,  მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება. ასევე ჩატარდა  ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი. აღნიშნული ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

პროექტის  ღირებულებაა 1 125 000  ლარი. სამელიორაციო ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი   დავით წითლიძე გაეცნო.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics