17:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 18:19:11, 463 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

გარდა ამისა, დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები,  პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics