|
2019-10-17 15:11:00, 3258 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს შეხვდა
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)