|
2019-10-11 14:58:54, 4452 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე „ბლექსის“ წარმომადგენლებს შეხვდა
შუახევში, მალე სსიპ კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალი გაიხსნება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კოლეჯის განსათავსებლად, დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი. მშენებლობის პარალელურად დაწყებულია პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მუშაობა.
საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა, დღეს შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები, კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე, დირექტორის მოადგილე მაია თოიძე და ,,ENPARD 3-ს“ კონსულტანტი პროფესიულ განათლების საკითხებში რეზო საყვარელიძე ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)