|
2019-10-10 14:05:55, 3602 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება გაუწია
მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებში აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ნენიის, ბუთურაულის, ნიგაზეულის, ფურტიოს, მჭედლურისა და ფორჩხეთის მოსახლეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრთან ამირან ბერიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად, ფრიდონ ფუტკარაძე ბუთურაულში როლანდ დიასამიძისა და ნენიაში, დედეშვილების უბანში გელა მამულაძის მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა, რომლებსაც ერთჯერადად მატერიალური დახმარებია გაუწია.
ნიგაზეულში, ფრიდონ ფუტკარაძემ კეკელიძეების საოჯახო სასტუმროც დაათვალიერა და ,,მწვანე სახლში" სიმბოლურად ღამე გაათია. ოჯახს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმისა და საოჯახო სასტუმროების განვითარების პერსპექტივაზე სახელმწიფო მნიშვნელოვნ ნაბიჯებს დგამს. კეკელიძეებმა სასტუმრო USSAD -ს პროგრამის ფარგლებში მოაწყეს და 10-წელზე მეტია სხვადასხვა ქვეყნიდან ვიზიტორებსა და ტურისტებს მასპინძლობენ. მოსულ სტუმრებს ,,მწვანე სახლში“ ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილების დათვალიერებასთან ერთად აჭარულ კერძებსაც სთავაზობენ. შემდეგ შეხვედრებს მოსახლეობასთან შუახევის მერი უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)