|
2015-07-15 14:02:38, 792 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება მთლიანად ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა. ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები თავად აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი საბანკო სექტორზე კონტროლის დაწესებაა. „ჩვენი პოზიცია საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით არის ცალსახად ნეგატიური და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. თვითონ კანონმდებლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებების მიზანი საბანკო სექტორზე პოლიტიკური კონტროლის დაწესებაა. თუ რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკო სექტორზე, ამის დასადგენად შორს წასვლა არაა საჭირო, შეგვიძლია, რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ბანკი არის სუსტი, არ დგას თავის სიმაღლეზე, ზედამხედველობაც არის სუსტი და არადამაკმაყოფილებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს ამ მიმართულებით და ის კანონმდებლობა, რასაც დღეს განიხილავენ და რომელშიც ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება არის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)