16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 13:33:40, 450 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამოტნაჟებას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. 

მან ქართველ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

„საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს და იცოდა, რას აკეთებდა. ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას.  ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

 ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics