23:47 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 16:23:38, 13086 ნახვა

Lifestyle
მეგან მარკლმა აფრიკაში ვიზიტის დროს ძვირადღირებული ბეჭედი მოიხსნა

Daily Mail-ის ცნობით , პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტის დროს ქმრის მიერ ნაჩუქარი ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი სახლში დატოვა.  
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ვიზიტის დროს მეგანს ცერა თითზე არ ეკეთა ბეჭედი, რომელიც პრინცმა ჰარიმ აჩუქა და რომლის ღირებულება 140 ათას ფუნტ სტერლინგს აღემატება. საინტერესოა, რომ მარკლს ბეჭედი ნიშნობის შემდეგ არ მოუხსნია, ხოლო აფრიკაში ვიზიტის დროს მის მაგივრად მან ფირუზის 200 ფუნტიანი Jennifer Meyer-სის ბრენდის ბეჭედი ამჯობინა. 
მეგან მარკლმა მეუღლესთან ერთად კეიპტაუნის ყველაზე კრიმინალურ რაიონში , ნიანგას დასახლებაში შეკრების მოსახლეობას მიმართეს. "მე თქვენთან ერთად ვარ, როგორც დედა, მეუღლე, ფერადკანიანი და როგორც თქვენი და",-უთხრა მან მაცხოვრებლებს.
ივლისში პრინცმა ჰარიმ საკუთარ მეუღლეს საკრალური მნიშვნელობის მქონე ბეჭედი აჩუქა. საჩუქარი ქორწილის წლისთავს ეძღვნებოდა. ოქროს ბეჭედი, რომლის ღირებულება უცნობია-ქრეზოლიტით, მეგანის დაბადების თვის-აგვისტოს ქვაა, ზურმუხტთ, წყვილის ვაჟის არჩის (მაისი) და პრინცის (სექტემბერი) - საფირონით არის ინქრუსტრირებული.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics