01:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 11:50:52, 2335 ნახვა

რეგიონი
აჭარაზე სტატიებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპოსტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ.  ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესაიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა.  აჭარას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe.  საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-მა კი ბათუმზე  საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა.

ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. მიმდინარე კვირას, რეგიონს ჟურნალისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეთიდანაც ეწვევიან. მედია-ინფოტურები რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics