16:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 10:01:35, 371 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: პასუხისმგებლიანი ოპონენტი ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია

„პასუხისმგებლიანი ოპონენტი ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გადაცემა 20/30-ში  „ეროვნული  ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებეთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საფრთხე ემუქრება, აბსურდია.

„სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი არის სასამართლო. სწორედ ბიძინა ივანიშვილის  პრემიერობის დროს, ჩვენ დავიწყეთ სასამართლოს ინტიტუტებისადმი  ნდობის აღდგენის პროცესი. უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლო სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ბატონმა ბიძინამ თქვა და მინდა გავიმეორო,  რომ მთავრობის მხრიდან რამე სურვილი, რომ ყოფილიყო ეროვნული ბანკის საქმიანობის ჩარევაში, ამის საფუძველიც არსებობდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი, წინა მთავრობის დროს „ქართუ ბანკის“ საქმიანობაში აგრესიულად ჩაერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics