01:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 17:45:34, 825 ნახვა

რეგიონი
კომუნიკაციის ომბუდსმენი შუახევის მოსახლეობას შეხვდა

კომუნიკაციის ომბუდსმენი გვანცა ჩხაიძე კომუნიკაციის ამაღლების მიზნით შუახევის მოსახლეობას, თემის წარმომადგენლებს და მერიის დაქვემდებარებაში  მყოფი  ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრას შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

ომბუდსმენის წარმომადგენელმა შეხვედრაზე მსმენელებს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები გააცნო. აგრეთვე ისაუბრა პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებებზე, პრობლემების შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა  და ვადებზე.

 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს,  ტელეკომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობისთვის და პრიორეტიტულია საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური.

სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics