|
2019-08-15 11:15:56, 877 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ქალს, რომელმაც დედამთილს 7000 ლარამდე მოპარა, 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს
ზუგდიდში ქალს, რომელმაც დედამთილს 7000 ლარი მოჰპარა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა. „დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, დამტკიცდეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდებული ცნობილი იქნეს დამნაშავედ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა მოსამართლე დავით კეკენაძემ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)