|
2019-07-31 16:25:10, 2313 ნახვა
რეგიონი
3-4 აგვისტოს შუახევში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება
აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ აღინიშნება. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. ,,შუამთობის“ დღესასწაული საზეიმოდ 3 აგვისტოს 13:00 საათზე გომის მთაში გაიხსნება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 4 აგვისტოს 14:00 საათზე ჩირუხის მთაში გაიმართება. 3- აგვისტოს პარალელურად ღონისძიებები მერიაყელის, ტყისველას, სანალიას, საბერწიას, გრძელგორის, ყავრიანის, კატრიანის, თეთრობის, ხოლო 4 - აგვისტოს ღომას, მაწყვალთის და ჯანჯღნარის მთებში ჩატარდება.
მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად მთელი წლის სამყოფ რძის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და დღესასწაულს ზეიმობენ. შუამთობაზე ტრადიციულად ეწყობა სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული სამზარეულო, რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი და ა.შ. სახალხო დღესასწაულის ძირითადი გაზვნილია ტრადიციების შენარჩუნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)