|
2019-07-27 18:15:52, 2549 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას აფასებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ აფასებს და აცხადებს, რომ 20-21 ივნისს დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა - ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო მზარდი ტურისტული დინამიკა გარკვეულ წილად შეეფერხებინა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაისისა და ივნისის მონაცემების ფონზე, აჭარაში ტურისტების გარკვეული ნაკლებობა შეიმჩნევა და მოსალოდნელია, რომ ოჯახები, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებების შედეგად, მიიღებენ გარკვეულ ზიანს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არ აპირებენ გაჩერებას და ცენტრალურ მთვრობასთან ერთად შემუშავებული შესაბამისი გეგმით იმოქმედებენ. "გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს, ასევე მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს დავუდგეთ გვერდში და ამ ქვეყნის საბოტაჟზე გადასული პოლიტიკოსების მოქმედებების შედეგად, არცერთი ქართული ოჯახის ეკონომიკური ინტერესი არ დაზიანდეს." - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დათვალიერებისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)