00:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 16:24:56, 2408 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი მოლდოვიდან დაბრუნებულ ანსამბლს „ზე-კართან“ შეხვდა

შუხევის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით 30 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზე-კართან" იმყოფებოდა მოლდოვის რესპუბლიკის ქალაქ კაჰულში საერთაშორისო რიგით მე-16 ფოლკლორულ ფესტივალში - ,, Nufarul Alb" მონაწილეობის მისაღებად.

დღეს, ანსამბლი ,,ზე-კართან“ წევრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა, მომავალში თანადგომას და მხარდაჭერას დაპირდა.

,,ზე-კართან“ საშემსრულებლო ხელოვნებამ, ქართული ტრადიციებისა და ფოლკლორის უბადლოდ წარმოჩენამ ფესტივალის ორგანიზატორებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფოლკლორულ ფესტივალში სადაც, მოლდოვის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ბელარუსის, მაკედონიის, პორტუგალიის, ლიეტუვას რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ზე-კართან" დაჯილდოვდა ლაურეატის წოდებით, გადაეცა სიგელი და ჯილდო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics