|
2019-07-16 15:09:21, 2277 ნახვა
რეგიონი
უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ
აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პროდუქტები და მთიანი აჭარა მოინახულეს. დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-მდე წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ შორის 90-მდე ჟურნალისტმა და ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და სხვა სამიზნე ქვეყნებიდან. შედეგად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)