|
2019-07-10 14:45:49, 17833 ნახვა
კულტურა
სარგის კაკაბაძის არქივის გამოფენა გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „სარგის კაკაბაძე" აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული მასალა: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის იშვიათი ნუმიზმატიკური მასალა; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო დოკუმენტები. გამოფენა 7 ივნისს არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გამოფენა 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. სარგის კაკაბაძე საქართველოს ეროვნული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო. სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია. გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)