|
2019-07-08 16:19:43, 1363 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ინფორმაციით, მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეო სადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდა. დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა. ის გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)