16:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 11:51:59, 404 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გაემგზავრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები  შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, დავით ბაქრაძევიზიტის ფარგლებში სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში,საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში ატლანტიკურ საბჭოში.

შეხვედრებზემხარეები საქართველოსა და აშშ-ს შორის ორხმრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, ასევე,განიხილება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ინტერვიუები საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრება, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან რობ ნიკოლსონთან. ქ.ტორონტოში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოში გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics