|
2015-07-03 14:16:29, 482 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სენატორების ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრაზე მყოფ სენატორთა უმრავლესობა უკვე მრავალი წელია საქართველოს მეგობარია. ეს არის ამერიკის კონგრესში დემოკრატიის მხარდაჭერისთვის სპეციალურად შექმნილი მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით მიმდინარეობს. ევროატლანტიკურ გზაზე ჩვენ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ასევე ვისაუბრეთ დაგეგმილ ნატოს სამიტზეც. როგორც ყოველთვის, ამერიკელი კონგრესმენები ჩვენს გვერდით დგანან და ამ ინიციატივის სათავეებთან იქნებიან ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)