16:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 12:13:59, 389 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთიდან ქართველებს თანხების გადმოგზავნის პრობლემა არ შეექმნათ

"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს თანხების გადმოგზავნის მხრივ პრობემა არ შეექმნათ", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთვრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთში დიასპორულ ორანიზაციებთან შეხვედრებს მართავს.

"მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ერთის მხრივ, მათი საქმიანობის გაგრძელებას,მათ მიერ მისაღები თანხების უზრუნველყოფას, რომ გადმოგზავნის მხრივ არ შეექმნათ პრობლემა და ის დახმარება, რომელსაც ისინი უწევენ თავიანთ ოჯახებს, შენარჩუნდეს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთშია და ჩვენს სრულუფლებიან ელჩთან ერთად დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავს", - აღნიშნა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics