19:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 10:31:50, 1510 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი კახეთში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში  სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ოთარ შამუგიამ   სიღნაღის მუნიციპალიტეტში  ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემა დაათვალიერა, სადაც   მაგისტრალური არხის მონაკვეთებისა  და მასზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 9 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე   სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამავე სისტემის წყალგამანაწილებლებზე 28-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და  15-კილომეტრიანი ღია სისტემის დახურულ ქსელში მოქცევის სამუშაოები მიმდინარეობს.   შედეგად, სოფლების  ჩუმლაყისა და ყიტაანის 1 330 ჰექტარ სავარგულზე წყლის მიწოდების რეჟიმი გაუმჯობესდება.  

აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე,  ვაქირის სანიაღვრე კოლექტორს.    ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  9  კილომეტრი სიგრძის არხი იწმინდება. აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის დროს მიმდებარე სახნავ-სათესი სავარგულებისა და შიდასასოფლო გზების   დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.

საქართველოს მელიორაცია დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის   სარეაბილიტაციო 12 პროექტს ახორციელებს, რომელთა   დასრულების შემდეგ, დამატებით 1 830 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 9 500 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული ფართობი   3 000 ჰექტარი იქნება.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics