|
2015-06-28 14:27:57, 726 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ჩინეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ლოუ ძინვეის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას ჩინეთის ბაზარზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე. ფინანსთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით. თავის მხრივ, ჩინური მხარე გამოვიდა ინიციატივით, ე.წ. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გასაზრდელად გამარტივდეს საბაჟო პროცედურები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. „როგორც ცნობილია, საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში იგეგმება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მონაწილე ქვეყნებს, საშუალებას მისცემს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის" მარშრუტთან დაკავშირებით, შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, – აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)