|
2015-01-23 09:56:33, 1371 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, შეჯამდა შვეიცარიის, როგორც 2014 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გაწეული საქმიანობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში გაწეული შუამავლობისთვის; ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების არსებულ პერსპექტივას და მისი განხორციელების გზებს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით. აღინიშნა, რომ მიუხდევად იმისა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობა შვეიცარიამ სერბეთს გადააბარა, 2015 წლის ბოლომდე შვეიცარიის მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერი აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)