|
2015-06-27 09:45:40, 715 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, უკრაინიდან საქართველოში შემოსვლისას, 1977 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკისა და შვედეთის მოქალაქე აისენ ალჰან ფურჰოფი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 25.02.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. „აისენ ალჰან ფურჰოფი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/1-ე, 31-ე, 33-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)