18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 16:19:03, 1149 ნახვა

რეგიონი
რუსუდან შავაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა

შუახევში, ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ღონისძიებას ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები, ნორჩი მკითხველები, კულტურის ცენტრისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეცნო შუახევის ბიბლიოთეკის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და ამ დარგში მოღვაწე ბიბლიოთეკარებს.

კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი ,,ნაი“ და უჩამბის, ჭვანის, ზამლეთის საბიბლიოთეკო განყოფილებისა და შუახევის ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები.

რუსუდან შავაძემ და კულტურის ცენტრის დირექტორმა მაკა მაკარაძემ ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ბიბლიოთკარებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების დასასრულს დასახელდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებიც.

შუახევში პირველი ქოხ- სამკითხველოები უჩამბაში, ოლადაურში, შუბანში, ტაკიძეებში, გოგაძეებში, ქიძინიძეებში, მაწყვალთაში, დღვანში, ბარათაულში, ნიგაზეულში და ნაღვარევში გაიხსნა, ხოლო რაიონული ბიბლიოთეკა - 1953 წლის 6 აგვისტოს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics