16:52 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:49:15, 817 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა სტიქიით დაზარალებულთათვის 1,3 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინეს

„საქართველოს ბანკმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე განაცხადეს. 

ბანკის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე და სრულად მოხმარდება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება  სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, გამოყოფილი თანხები გაზარდონ მილიონ ლარამდე. ჯამში საქართველოს ბანკის მიერ შეგროვილმა თანხამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. შეგროვილი 1,3 მილიონი ლარიდან, მომხმარებელმა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 300,000 ლარი. საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თოთოეულ იმ მომხმარებელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და თანხა გადმორიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. საქართველოს ბანკი ასევე მადლობას მოახსენებს მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics