16:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 17:00:48, 4562 ნახვა

რეგიონი
ინფექციონისტ რევაზ ნაკაშიძეს 70 წელი შესრულდა

ღვაწლმოსილ ექიმს - რევაზ ნაკაშიძეს დაბადებიდან 70 წლის იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ მიულოცეს.

მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.

რევაზ ნაკაშიძე 2007 წლიდან მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ექიმ-ინფექციონისტად მუშაობს, ის ასევე დასაქმებულია ქ. ბათუმის სხვადსხვა სამედინო დაწესებულებაში. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ინფექციურ საავადმყოფოში, იყო მთავარი ექიმის მოადგილე, ბავშვთა განყოფილების უფროსი. სქმიანობდა საერთაშორისო ორგანიზაცია - „ექიმები სზღვრებს გარეშე (MSF-Holand), ასევე ”HEALTHNET INERNATIONAL”-ში. გამოქვეყნებული აქვს დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტებისთვის (თანაავტორთან ერთად), რამოდენიმე სამეცნიერო სტატია, მათ შორის ამერიკულ ჟურნალში - „THE JOURNAL OF INFECTIOUS DISEASES”. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics