16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 14:51:49, 844 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდებიან

24 დეკემბერს, აჭარაში „მაგნოლია 2018“ გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს  დააჯილდოებს.  „მაგნოლია 2018“-ზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. 

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. კვლევა მომხმარებელთა ონლაინ  კვლევას, Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა როგორც ონლაინ ასევე, რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გამოიკითხა ტურისტული სააგენტოები, გიდები, განთავსებისა და კვების ობიექტები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები და მომხმარებლები ასახელებენ მათთვის საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტულ ობიექტებს. როცა ტურისტული ბიზნესისა და სერვისის გაუმჯობესება გვსურს სწორედ მათი აზრია გასათვალისწინებელი. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლის ტიტული იქნება სტიმული და ამავდროულად პასუხისმგებლობაც ტურისტული ობიექტებისთვის გააუმჯობესონ სერვისი და იყვნენ იმაზე უკეთესები ვიდრე ახლა არიან. ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანიც სწორედ სექტორის სტიმულირება-წახალისებაა განავითარონ თავიანთი ბიზნესი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლოტმა. 

საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics