16:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 18:45:25, 621 ნახვა

რეგიონი
პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა"   შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი  და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე  ესწრებოდნენ.

პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელდა. შეიქმნა ეროვნული პარკისა და  მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მცხოვრების სოციალური  და ეკონომიკური ინტერესები.

მაჭახელას ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად.  

პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა. გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და რეკომენდაციებზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics