|
2018-11-15 18:06:36, 594 ნახვა
რეგიონი
პრემიერი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა
„მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება. „ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ შახტა ფუნქციონირებდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა მეშახტეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას "საპარტნიორო ფონდი" ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს. „ქალაქი არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე. ტყიბულში არსებული ტექსტილის ტრადიციების გათვალისწინებით, "საპარტნიორო ფონდის" და ინვესტორის მოლაპარაკებების შედეგად, მომავალი წლიდან აქ დაიწყება ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც დამზადდება ქურთუკები და შემდეგ პროდუქცია ევროპაში გაიყიდება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელი გაჩნდება, მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ქალაქის უკეთ განვითარებაზე აისახება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტყიბულში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის შეხვედრა მეშახტეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე დაესწრნ
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)