|
2015-06-11 16:38:56, 631 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი იქნება. თანხა აუნაზღაურდებათ სახელმწიფო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ განკარგულების მიღების მომენტისთვის უკვე იმყოფებიან დეკრეტულ შვებულებაში. შრომის კოდექსის მიხედვით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 6 თვით განისაზღვრება და მაქსიმალური ანაზღაურება 1 000 ლარია, გარდა საჯარო სამსახურისა, სადაც ანაზღაურებადია 6 თვის პერიოდი. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები არიან არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულები, რომლებზეც არ ვრცლდება 6 თვის ანაზღაურების ვალდებულება და დამატებითი ანაზღაურება შესაძლებელია დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საჯარო ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანებს 1 000 ლარის გარდა 6 თვის განმავლობაში მიეცემათ დეკრეტული შვებულების თანხა თვიური ხელფასის ოდენობით, ისევე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. „გასულ წლებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება დადგენილებით არ იყო განსაზღვრული და შესაბამისად, ამ პროცესს არ ქონდა სავალდებულო სახე. ჩვენი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ასევე, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ ჩვენს სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა უმეტესობა მდედრობითი სქესისაა’’.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)