00:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 19:36:16, 386 ნახვა

საზოგადოება
საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის საკითხმა საკრებულოს სხდომაზე კამათი გამოიწვია

 

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის თემამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება და კამათი გამოიწვია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, წელს შესაძლოა 17 ათასი ბავშვი ბაგა-ბაღის გარეშე დარჩეს. უმცირესობამ საკრებულოს უმრავლესობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„რას ვუშვებით იმ 17 ათასს ბავშვს, რომელიც რჩება სკოლის გარეთ და მათ, ვინც ბაღებში ვერ დარეგისტრირდება. ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს ვაუჩერების გაცემის სახით ამ ბავშვებისთვის. თქვენ არ გინდათ ამის გაკეთება და არ იმჩნევთ ამას“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ახდენს. იგი დაინტერესდა, რატომ დაიხურა ყოფილი ხელისუფლების დროს თბილისში 50 საბავშვო ბაღი და რატომ იხსნებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისები საბავშვო ბაღების შენობებში.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების გარეთ არც ერთი ბავშვი არ დარჩება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics