|
2015-06-09 16:54:32, 847 ნახვა
ეკონომიკა
ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა
ბათუმში მდებარე ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით 1 ლარად გადაეცა. კომპანია BOOST SPAIN - კოშკში რესტორანს და გალერეას რამდენიმე თვეში განათავსებს, ასევე მოაწესრიგებს ლიფტებს. დაახლოებით ერთ თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეებს მოაწყობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან. „ლიფტების პრობლემა იყო ამ ობიექტზე, გამოძიებაც მიმდინარეობს, მერია სასამართლოშიც უჩივის იმ კომპანიას, ვინც მშენელობა ბოლომდე არ მიიყვანა. ექსპერტიზის შემდეგ ამ ობიექტის გაშვებას მილიონ 200 ათასი ევრო დასჭირდება. აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და წლიური 1% შევა ბიუჯეტში“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. კონტრაქტის თანახმად, ეს შენობა ჩვენ 20 წლით ავიღეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს ამ შენობით. ჩვენ ჩამოვედით აქ ბიზნესის საკეთებლად და მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი ხალხისთვის სასიამოვნო იყოს. საქართველოში სხვა ბევრი პროექტი გვაქვს. ბათუმში კი სულ მალე გავხსნით რესტორანს, სადაც ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლებთ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მენეჯმენტისა და მშენებლობის საკითხებში, ეს კი ბათუმში სარესტორნო ბიზნესში ჩვენი პირველი ნაბიჯებია“, - კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელმა. 135 მეტრის სიმაღლის შენობა, ანბანის კოშკი ბათუმში 2011 წელს აშენდა და მასზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)