|
2018-09-24 11:54:03, 678 ნახვა
რეგიონი
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მილიონ ლარს გადააჭარბა
24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. „კახეთის რეგიონში 214 ღვინის კომპანიის მიერ გადამუშავებულია 142 ათასი ტონა ყურძენი. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ყურძენი ღვინის კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 204,2 მლნ ლარი შეადგინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონისთვის რთველი-2018 იყო წარმატებული. ყურძნის კრეფა კახეთში კვლავ გრძელდება და უახლოეს დღეებში რთველის სამზადისი უკვე რაჭის რეგიონში დაიწყება" - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 41,3 ათასი ტონა, შემდეგ მოდის: ყვარელი - 40 ათასი ტონა, თელავი - 31 ათასი ტონა, სიღნაღი - 12 ათასი ტონა, საგარეჯო - 5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 4,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი - 3,8 ათასი ტონა. მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 66,5 ათასი ტონა საფერავი, ათასი ტონა 56,8 ათასი ტონა რქაწითელი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)