13:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 15:57:27, 680 ნახვა

რეგიონი
დღეს და ხვალ, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„ბათუმობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება ხულოს, ვახტანგ გორგასლის,  კოსტანტინე გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, მერაბ კოსტავას და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე.

დღეს, 20:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა ასევე შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც (მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან მემედ აბაშიძისა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე).

ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დააარეგულირებენ. მძღოლებს მოძრაობა ალტერნატიული, შემოვლითი ქუჩებით შეეძლებათ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ბათუმის ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics