|
2015-06-04 19:48:18, 1123 ნახვა
სამხედრო
გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის გამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს
დღეიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის წყალგამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით ჰოსპიტალი ენერგოდანახარჯებს, გადასახადებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ენერგოეფექტური სისტემის პროექტი ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ და „BP საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა კრის შლუტერმა გახსნეს. მათ ენერგოეფექტურობისა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პროექტის ფარგლებში, სამხედრო სამედიცინო დაწესებულების სახურავზე მზის წყალგამაცხელებელი სისტემა განთავსდა, რომელიც ცხელი წყლით მომარაგების არსებულ სისტემას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. პროექტი „BP საქართველოსა“ და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)