11:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 12:51:43, 588 ნახვა

რეგიონი
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში შემავალი "ქართული ოცნების" სამი ფრაქციის (ფრაქცია - "ქართული ოცნება", ფრაქცია - "ქართული ოცნება - აჭარა", ფრაქცია - „ქართული ოცნება - მაჟორიტარები") წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ფრაქცია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და საბჭოში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებს უმაღლეს საბჭოში ესწრებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics