|
2015-06-01 13:17:32, 567 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა
საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა მიმართეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა. კონფერენციაში ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან - მათ შორის ინგლისიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან და ბალკანეთიდან. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ -სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ქსელი დედამიწის მეგობრები ევროპის“ (FoEE) ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერია „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისთვის“ (WECF).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)