09:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 23:40:29, 503 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერის მოადგილე ბუთრაულის ბაგა-ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სოფელ ბუთურაულში არსებულ სასოფლო კლუბში ბაგა-ბაღის განთავსებისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,,მუხტი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 102 992 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა.

 ბაგა-ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლი. დასაქმდება 10 -ზე მეტი ადგილობრივი.

 პროექტზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ომარ ტაკიძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო.

 მიმდინარე წელს ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება ხაბელაშვილებში, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება შუბნის ბაგა-ბაღი, კაბიტალური რემონტი ჩაუტარდება დაბის ბაგა-ბაღს.

მუნიციპალიტეტში დღის მდგომარეობით 10 საბავშვო დაწესებულებაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics