|
2015-05-30 17:40:33, 588 ნახვა
საზოგადოება
სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემზავრებიან
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის თანამშრომლობის ფარლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში, ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოში. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქართველი-მენტორი მოსამართლეებისათვის გერმანული გამოცდილების გაზიარება სამოსამართლო კანდიდატების პრაქტიკული მომზადების თემაზე. ვიზიტის დასრულების შემდგომ დაგეგმილია, სამოსამართლო კანდიდატებისათვის სავალდებულო სტაჟირების ფარგლებში, პრაქტიკული სწავლების კონცეფციის დახვეწა-განვითარება. ამავე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები; სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეები - თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)