|
2015-05-29 17:08:25, 529 ნახვა
საზოგადოება
ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნა
ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში იმართება. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ. ფოტოგამოფენა ალიანსის შტაბ-ბინაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ მარიეტ შურმანის მოწვევით მოეწყო. მარიეტ შურმანი 30 მარტს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოში გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის მთავარი თემა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნულ დონეზე განხორციელება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)