|
2015-05-29 13:24:20, 392 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი: აფხაზებთან 11 სამარხის გახსნაზე შევთანხმდით
"მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი იქნება გახსნილი, როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე",-ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სუბარის თქმით, ეს მოლაპარაკებები საქართველოს და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმმადგენლებს შორის ერთადერთი ორმხრივი ფორმატია, სადაც სხვა მხარეები არ მონაწილეობენ. "გასულ კვირას გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველი ვიცე–პრემიერის ხელმძღვანელიბით იყო დელეგაცია. ეს არის შეხვედრა,რომელიც წითელი ჯვრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც იხილავს ჰუმანიტარულ საკითხებს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების, გადმოსვენებისა და გაცვლის საკითხებს. მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი იქნება გახსნილი, როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. 5 არის ენგურის გადმოღმა მხარეს, 6 კი ენგურის გაღმა მხარეს. უფრო მეტი დეტალებისგან ამ დროისთვის თავს შევიკავებ. თუმცა, რამდენიმე თვეში თქვენ გექნებათ გაცილებით მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიდის პროცესი. ეს არის ერთადერთი ორმხრივი ფორმატი, რომელი არსებობს აფხაზეთთან, გარეშე მხარეების მონაწილეობის გარეშე",- განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)